სასწავლო პროექტი



ტაო–კლარჯეთის სულის სავანეები ჩვენი  „ცოცხალი წინაპრები“

პროექტის მთავარი იდეა (თემა) –
„ტალანტი სიბრძნისაჲ, რომელი სიყრმით ჩემითგან მომეც, განვამრავლე იგი, ვითარცა მონამან სარწმუნომან შორის მორწმუნეთა  შენთა“  აღსასრულის  მოახლოების ჟამს უფლის წინაშე ასე წარმოთქვა ლოცვა  გრიგოლ ხანძთელმა. ის იყო ადამიანი, რომელმაც  აღასრულა თავისი  მოწოდება „გაამრავლა ტალანტი „ ანუ მიაღწია სულიერ ამაღლებას, უწინამძღვრა ბერ–მონაზვნებს და ხელი შეუწყო სხვების  სრულყოფილებას. მან გვიჩვენა როგორ  უნდა მოიხადოს ვალი ცოცხალმა ადამიანმა ღვთისა და ერის წინაშე. ახლა  თქვენი ჯერი დამდგარა, რადგან გრიგოლ ხანძთელის დიდი ნაღვაწ–ნაშრომი აწ უკვე საქართველოს ტეროტორიის ფარგლებს  გარეთ  დარჩენილა და ღვთისმსახური ჩვენი წინაპრების  ნამოღვაწარი  დღეს  ქართული  ლოცვა– ვედრებისათვის  მიუწვდომელი გამხდარა.
  და დგანან  ჩვენი „ცოცხალი  წინაპრები“  ზოგი დანგრეულნი, ზოგიც შებილწულნი, ზოგიც ამაყად  წამომართულნი  იმის მოლოდინშია, რომ  კვლავ მისწვდება მას ქართველ სწავლულთა  ყურადღება. რომ კვლავ გაისმას იქ „სიტყვა ქართული რუსთაველისა ‘“.
იყავით თქვენ ის მკვლევარები, სწავლული მეცნიერები, რომელიც უფრო  სრულყოფილად შეისწავლის  ამ სინამდვილეს.


პროექტის  აქტუალობა:  განუვითარდეთ  ნაწარმოების მთავარი სათქმელის წვდომის უნარი, რა მიზანს ემსახურებოდა გრიგოლ ხანძთელის  ტაო–კლარჯეთში მოღვაწეობის დაწყება  ფაქტობრივ მასალაზე  დაყრდნობით  გამოკვეთონ  რა  შედეგი გამოიღო გრიგოლის მიზანდასახულმა საქმიანობამ.



პროექტის მიზნები:  დავეხმარო ჯგუფს  თემის შერჩევაში და პრეზენტაციის სწორად  წარმართვაში.  არჩეული  თემის ირგვლივ კვლევის უნარის  განმტკიცებაში.

მოსწავლეთა ასაკი – 15–16  წელი.

 ვადები/ ხანგრძლივობა –10 დღე.


მოსალოდნელი  შედეგები – მოსწავლეების მიერ  ინტერნეტიდან  მოძიებული  იქნება
მასალები. შედგენილ პრეზენტაციებს მოვისმენთ სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად  საუკეთესო ნაშრომს  განვათავსებთ ბლოგზე.  ეს კიდევ  უფრო მეტად  შეუწყობს ხელს  თანატოლებში  ინტერესის  გაღვივებას, საკითხის  ღრმად და საფუძვლიანად  შესწავლას.

საჭირო რესურსები: –კვლევისათვის საჭირო  საგნები: წიგნი, პასტა, ფურცლები, კომპიუტერი. ფოტოაპარატი.

პროექტის  მსვლელობა:–           
აქტივობა 1
მოსწავლეთა  ჯგუფებად  დაყოფა  და დავალების მიცემა. გონებრივი  იერიშის   მეთოდით შევარჩევ   საკვლევ  თემას. ა) რომელ  საუკუნეში მოღვაწეობდა  გრიგოლ ხანძთელი? ბ) სად  ჩაეყარა  საფუძველი ქართულ  ბერ– მონაზვნობას  და სამონასტრო  ცხოვრებას  გ) რა იყო  გრიგოლ  ხანძთელის  საქმიანობის  მთავარი  მიზანი? დ) რატომ აირჩია მან ტაო –კლარჯეთის  გავერანებული  ტერიტორია.
                                                    
აქტივობა 2
1.      მოსწავლეთა მიერ  მოკვლეული  მასალის  მიმოხილვა :
ა) ტაო–კლარჯეთის სულის სავანეები ჩვენი „ცოცხალი  წინაპრები“
ბ) ტაო– ყოველი ქართველის  უდიდესი სევდა და ტკივილი.
 გ) ტაო – კლარჯეთი საქართველოს  უძველესი  და უმშვენიერესი  კუთხე.


აქტივობა 3
1.      მოსწავლეთა ნამუშევრების  პრეზენტაცია.


აქტივობა 4
  1. რუკის შქმნაზე მუშაობა    ტაო –კლარჯეთის სამონასტრო კომპლექსი.
     
    აქტივობა 5
   
1.      საუკთესო  ნაშრომის  ბლოგზე  განთავსება.



ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:

ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.                         

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
·         საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);

ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
                        
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;
·         მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
·         განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით;


პროექტის ხელმძღვანელი: ვენერა  არობელიძე

ხელმძღვანელის  ელ– ფოსტა: veneraarobelidze@gmail.com